Sunday, November 11, 2012

ხელოვნება




ზღვის ქაფიდან გამოვიდამშვენიერი აფროდიტე…მაგრამ არც ერტი დიდი ხელოვნება არ გამოსულა აფროდიტესავით ზღვის კაფიდან,არც სიბრძნის კალღმერთივით_ზევსის თავიდან.უნიადაგოდ და უწინამორბედოდ არც ბერძნული ხელოვნება გაGენილა.მისი ძირები საძიებელია ეგვიპტეში,შუამდინარეტში,ბაბილონში,ფინიკიაში…საბერძნეთი_ძველი ელადა,ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება,მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს,ეგეოსის ზღვის კუნძულებს,თრაკიის სანაპიროს,მცირე აზიის დას. შანაპირო ზოლს და ბერძნულ კოლონიზაციის პერიოდში დაარსებული კოლონიების სამ.იტალიის,აღმ. შიცილიის ,სამ. საფრანგეთის ტერიტორიებს,აფრიკის Gრდ. შანაპიროს,შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.ამ დიდმა ქვეყანამ საოცრად მოკლე დროში მიაღწია ორიგინალურ,სრულყოფილ სიდიადეს ეგვიპტეში კი,ათასი წლების განმავლობაში სტილი შედარებით შეუმGნევლად იცვლებოდა.ძველ საბერძნეთისა და რომის ხელოვნება,Gაისახა და განვითარდაბ ბალკანეთისა და აპენინის ნახევარკუნძულებზე,ეგეოსის არკიპელაგზე და მცირე აზიის დას. შანაპიროზე. ძვ. ჭ. I ათას. და ახ. ჭ. I ათასწ. I ნახევარში.ანტიკურმა ხელოვნებამ ზეგავლენა მოახდინა თითქმის ყველა ეპოქის და ხალხის ხელოვნებაზე.აღორძინების ხანიდან მოყოლებული ტერმინი “ანტიკურობა” ტერმინი მოდის ლათინური “ანტიქუიტას”-იდან _სიძველე.იხმარება ძვ. ბერძნულ და რომაული სამყაროს მიმართ.ანტიკური ხელოვნება განუმეორებელი,ნათელი ხელოვნებაა.ეს იყო კაცობრიობის ბავშვობა, და როგორც არ განმეორდება ცალკე ადამიანის ბავშვობა ,ის ეარ განმეორდება ბერძენტა მითოლოგია და ხელოვნება.ფასდაუდებელია რომაელთა ღვაწლი უკვე იმითაც,რომ ბერძენთა აწ დაკარგული ქმნილებების ასლები შემოგვინახეს.ღომის გაბატონებამ გარკვეული ხნით დავიწყებას მისცა ბერძენთა ხელოვნება.ამაღლდა რომი და მისი ხელოვნება,თუმცა ბერძენტა ქმნილებების ასლებითა და მიბაძვიტ სულდგმულობდა.დასკვნაბერძნულმა ხელოვნებამ კლასიკური სიმშვიდე,ტანჯვა და მშვენიერება ერტნაირი წარმატებით გამოსტაცეს ქვასა და ბრინჯაოს.ადამიანის მიქნილობა,ეპოქის ტრაგიკულობა,დამპყრობელტა სისასტიკეა უკვდავყოფილი ამ ქმნილებაში.ხელოვანთ სწამთ,რომ ნიჭი,ძალა,მშვენიერება და სიბრძნე არ ემორGილება დროებით გაბატონებულ დესპოტთა სირეგვნეს,ის უკვდავია დროსა და სივრცეში,ძალადობა კი_წარმავალი.ეს მართალია,იმის მიუხედავად,რომ ძველი მსოპლიო რუკის მარგალიტი_საბერძნეტი რომის უხეშმა კოჰორტებმა დაიპყრეს,შეწყდა დიდი ხელოვნების მაჯისცემა და ამიერიდან დაიწყო რომის ხელოვნების ისტორია .I საუკუნე ძველი წელტაღრიცხვისა_განსაკუთრებით ძველი ბერძნული ხელოვნების საუკუნეა.ამ დროის ქმნილებებიდან კიდევ ორიოდეს დავასახელებთ.აპოლონიოს ნესტორის ძის “მჯდომარე მძლეოსანი” ბრინჯაოს ვაჟკაცია,დგესაც რომში დგას და ალმაცერად უყურებს ზვიად დამპყრობლებს.ამავე ოსტატისაა “ბელვედერის ტორსი:_პარაკლე,ძლიერ დაზიანებული,და მაინც ძეგლი ბერძEნთა გენიის ტრიუმფისა.არიან ქმნილებები,რომელთა ავტორი უცნობია.ერტიმაჟში ინახება ეროსი,რომელიც მშვილდას ეზიდება.მარმარილოს ეს მომხიბლავი ბიჭუნა IV საუკუნეშია გამოკვეთილი.აფროდიტეს ქანდაკებათა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ორი:მედიGების ვენერა,რომელსაც ქვემოტ აწერია “ათინელი კლეომენი”,სინამდვილეში კი რომაული ასლია,პოზითაც და შესრულებითაც ძლიერ ჰგავს კაპიტოლიუმის ვენერას,ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო დაქალებულია.ორივენი ხელით იფარავენ სიშიშვლეს.პირველი დგას მედიGების უფიცის გალერეაში,მეორე კი III საუკუნისაა და რომის კაპიტოლიუმში ინახება.…ჰერაკლეს ცის თაღი მზრებზე შეუდგამს.იქ დგას ათენა ქალღმერთი.…მეკინეს ლომთა ჭიშკარი.…ზევსის ტაძრის დასავლეთი ხედი.…ჰერმესს ხელით უჭირავს ყრმა დიონისე.…ათლეტი სირბილის დაწყების წინ იკრავს სანდლებს.თითქოს ეკრანზე ხედავთ სპორტისა და ხელოვნების ტრიუმპჰს.აქ ყველა იმარჯვებს,მაგრამ ვერ ვხედავთ დამარცხებულს.ესაა ანტიკური ხელოვნების ზეიმი.…ბერძენი მანდილოსნები ოლიმპიურ ცეცხლს აქრობენ……და ის მაინც გიზგიზებს,ანტიკური ხელოვნების მარად Gაუკრობელი ცეცხლი,ვითარცა სიმბოლო ხალხთა მეგობრობისა.გიზგიზებს საბერძნეტში,ხელოვნების მუზეუმებში,ოლიმპურ ასპარეზობებზე,ხალხთა გულებში…ანტიკური ხელოვნება ცოცხლობს,ხალხთა საამაყო და სადიდებლად.”ასე ინება დიდმა კიპრიდამ…”შეუძლებელია ერთ საუბარში დიდი ანტიკური ქმნილებების ანალიზი.უბრალოდ შევავლოთ თვალი ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშობათა ციკლიდან.აქ ერთინეორეს ეჯიბრება ოლიმპიური სპორტი და კლასიკური ხელოვნება.





ანტიკური ხელოვნება 

ბერძნულმა ხელოვნებამ კლასიკური სიმშვიდე,ტანჯვა და მშვენიერება ერტნაირი წარმატებით გამოსტაცეს ქვასა და ბრინჯაოს.
ადამიანის მიქნილობა,ეპოქის ტრაგიკულობა,დამპყრობელტა სისასტიკეა უკვდავყოფილი ამ ქმნილებაში.ხელოვანთ სწამთ,რომ ნიჭი,ძალა,მშვენიერება და სიბრძნე არ ემორGილება დროებით გაბატონებულ დესპოტთა სირეგვნეს,ის უკვდავია დროსა და სივრცეში,ძალადობა კი_წარმავალი.
ეს მართალია,იმის მიუხედავად,რომ ძველი მსოპლიო რუკის მარგალიტი_საბერძნეტი რომის უხეშმა კოჰორტებმა დაიპყრეს,შეწყდა დიდი ხელოვნების მაჯისცემა და ამიერიდან დაიწყო რომის ხელოვნების ისტორია .
I საუკუნე ძველი წელტაღრიცხვისა_განსაკუთრებით ძველი ბერძნული ხელოვნების საუკუნეა.ამ დროის ქმნილებებიდან კიდევ ორიოდეს დავასახელებთ.
აპოლონიოს ნესტორის ძის “მჯდომარე მძლეოსანი” ბრინჯაოს ვაჟკაცია,დგესაც რომში დგას და ალმაცერად უყურებს ზვიად დამპყრობლებს.
ამავე ოსტატისაა “ბელვედერის ტორსი:_პარაკლე,ძლიერ დაზიანებული,და მაინც ძეგლი ბერძEნთა გენიის ტრიუმფისა.
არიან ქმნილებები,რომელთა ავტორი უცნობია.ერტიმაჟში ინახება ეროსი,რომელიც მშვილდას ეზიდება.მარმარილოს ეს მომხიბლავი ბიჭუნა IV საუკუნეშია გამოკვეთილი.
აფროდიტეს ქანდაკებათა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ორი:მედიGების ვენერა,რომელსაც ქვემოტ აწერია “ათინელი კლეომენი”,სინამდვილეში კი რომაული ასლია,პოზითაც და შესრულებითაც ძლიერ ჰგავს კაპიტოლიუმის ვენერას,ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო დაქალებულია.ორივენი ხელით იფარავენ სიშიშვლეს.პირველი დგას მედიGების უფიცის გალერეაში,მეორე კი III საუკუნისაა და რომის კაპიტოლიუმში ინახება.
შეუძლებელია ერთ საუბარში დიდი ანტიკური ქმნილებების ანალიზი.უბრალოდ შევავლოთ თვალი ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშობათა ციკლიდან.აქ ერთინეორეს ეჯიბრება ოლიმპიური სპორტი და კლასიკური ხელოვნება.
…ჰერაკლეს ცის თაღი მზრებზე შეუდგამს.იქ დგას ათენა ქალღმერთი.
…მეკინეს ლომთა ჭიშკარი.
…ზევსის ტაძრის დასავლეთი ხედი.
…ჰერმესს ხელით უჭირავს ყრმა დიონისე.
…ათლეტი სირბილის დაწყების წინ იკრავს სანდლებს.
თითქოს ეკრანზე ხედავთ სპორტისა და ხელოვნების ტრიუმპჰს.აქ ყველა იმარჯვებს,მაგრამ ვერ ვხედავთ დამარცხებულს.ესაა ანტიკური ხელოვნების ზეიმი.
…ბერძენი მანდილოსნები ოლიმპიურ ცეცხლს აქრობენ…
…და ის მაინც გიზგიზებს,ანტიკური ხელოვნების მარად Gაუკრობელი ცეცხლი,ვითარცა სიმბოლო ხალხთა მეგობრობისა.გიზგიზებს საბერძნეტში,ხელოვნების მუზეუმებში,ოლიმპურ ასპარეზობებზე,ხალხთა გულებში…
ანტიკური ხელოვნება ცოცხლობს,ხალხთა საამაყო და სადიდებლად.”ასე ინება დიდმა კიპრიდამ…”



ბერძნული ხელოვნება



ბერძნული ხელოვნება — სხვა ძველი ხალებისაგან განსხვებით, ბერძნები ხელოვნებაშიადამიანურ გრძნობებს ადიდებდნენ. ჯერ კიდევ პირველი ბერძნების გამოჩენამდე,ეგეოსის ზღვაში მდებარე კიკლადების კუნძულებზე შეიქმნა უძველესი ხელოვნებისნიმუშები, რომლებიც, ძირითადად, მარმარილოს ქანდაკებას წარმოადგენს. ძვ. წ. XX საუკუნის ნახევრად აბსტრაქტული სკულპტურები თავისი სტრუქტურით თითქოს წააგავს მათ. ბერძნულ კულტურაზე ასევე დიდი გავლენა ჰქონდა კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის კულტურას. კრეტელების თიხისა და ლითონის ნაკეთობები კარგად შეისწავლა და დახვეწა ბერძნულად მოლაპარაკე ხალხმა, რომელიც ძვ. წ. XX საუკუნეში საბერძნეთის მიწებზე დასახლდა. ეს ხალხი ცნობილია მიკენელების სახელით (ქალაქ მიკენესმიხედვით). მიკენელები ომის მოყვარულნი იყვნენ. მათ მიერ შესრულებულ ოქროს თასებსა თუ ბრინჯაოს ხმლებზე ამოტვიფრული იყო ბრძოლისა და ნადირობის სცენები.



ხელოვნების ჰუმანიზირება

ძვ. წ. XII საუკუნეში მიკენის საზოგადოების დაცემას უწესრიგობის ხანგრძლივი ეპოქა მოჰყვა. მისი დასრულების შემდეგ კი ამოტივტივდა საზოგადოების ახალი ტიპი ე.წ. ქალაქი-სახელმწიფო მისთვის დამახასიათებელი ჰუმანური ხელოვნებით. მისი განსხვავებული ხასიათი უკავშირდებოდა ბერძნულ რელიგიას, რომელიც ღმერთებს და ქალღმერთებს ზებუნებრივი ძალის ადამიანურ არსებებად წარმოსახავს. ქანდაკება ბერძნული წარმოსახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მხატვრობის ნიმუშები ისტორიაშია დაკარგული. თუმცა უდიდესი სიდიდისა და ამბიციის ქანდაკება, მონუმენტური სკულპტურა, მხოლოდ ძვ. წ. VII საუკუნეში, სავარაუდოდ, ეგვიპტესთან დამყარებული კონტაქტების შედეგად აღმოცენდა. ბერძნული სკულპტურის პირველი პერიოდი ცნობილია, როგორც არქაიკა და ძვ. წ. 480 წლამდე გაგრძელდა. იგი ხასიათდება შიშველი ჭაბუკების, კუროსებისა და გრძელ სამოსში გახვეული ქალწულების ქანდაკებებით.





გაცოცხლებული ფიგურები 



სულ მალე ასეთი "გაშეშებული" ფიგურები, რომლებსაც მანამდე მაყურებელი მხოლოდ წინიდან უცქერდა, გადაიქცნენ "მოქნილ" ფიგურებად, რომლებიც მოქანდაკეებმა თითქოს გააცოცხლეს. კუროსების მანამდე პირობითი დამუშავება, ახლა უკვე დეტალური და ზუსტი გახდა. დიდი ყურადღება დაეთმო ჭაბუკების მუსკულატურის დახვეწილ წარმოჩენას. კორებისქანდაკებები კი უფრო ნაზი და სათუთი „ქსოვილებით“ შემოსეს. ბერძნული ქანდაკებაგანვითარდა ძვ. წ. 480-323 წლებში და იგი ბერძენ ხელოვანთა წარმატებების მწვერვალად ითვლება.


კულტურის გავრცელება


ძვ. წ. 334 წლიდან ალექსანდრე დიდის დაპყრობებმა ბერძნული კულტურის მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელება გამოიწვიეს ძვ. წ. 323 წელს, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპერია დაიშალა. ამას კლასიკური პერიოდის დასრულება და ე.წ.ელინისტური პერიოდის აყვავება მოჰყვა. ამ დროს დომინანტური ადგილი ეგვიპტესა და სელევკიდების იმპერიას ეჭირა. ეს დიდი სახელმწიფოები ბერძნული კულტურის უფრო მნიშვნელოვან ცენტრებს წარმოადგენდნენ, ვიდრე თავად ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები.თუმცაელინისტური ხელოვნების სული დიდად განსხვავდებოდა მისი კლასიკური წინამორბედისაგან. კლასიციზმის მიერ იგნორირებული რეალურობის ბევრი ასპექტი გამოასშარავდა. მათ შორის, სიმახინჯე ტკივილი და შიში. ელინისტური ხელოვნება მდიდრული და კაშკაშა იყო. ბერძნული ხელოვნებით ასევე მოხიბლული იყვნენ რომაელები, რომლებმაც მისი მიბაძვა დაიწყეს და ამ კულტურაკულტურის გავლენა დასავლეთით და ჩრდილოეთით გაავრცელეს. ბევრი ბერძნული შედევრი|შედევრის შესახებ ინფორმაციამ დღეს ჩვენამდე რომაელების წყალობით მოაღწია. ისინი ყიდულობდნენ ხელობნების ნიმუშების ასლებს, რომლებმაც არსებობა ორიგინალების განადგურების შემდეგაც განაგრძეს. როგორც შემოქმედები, რომაელები ბერძნულ კულტურაზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა ჰქონდათ თავიანთი დამოუკიდებელი სკულპტურული ტრადიცია, რეალისტური პორტრეტი. ეს ტრადიცია აღმოცენდა წინაპართა იმ ბიუსტების ნიმუშებიდან, რომლებსაც რომაელები თავიანთ სახლებში ინახავდნენ. ეს ბიუსტები სულაც არ წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშებს, ეს უბრალოდ წინაპრების ზუსტი გამოსახულების გადმომცემი საგნები იყო. ბევრი სხვა რომაული ქანდაკება, რომელიც ხშირად ღმერთებისა და იმპერატორების გაიდიალებულ პორტრეტებს შეიცავდა, ელინისტურ სტილს მიეკუთვნება.




ბერზნული მითოლოგიის მუზები


ევტერპა (მუსიკის მუზა)



.კლიო (ისტორიის მუზა. პაპირუსით ხელში)



ანტიკური ხანა



ანტიკური ხანა (ლათ. ანტიქუუს — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII ს აუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნახელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული დარომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციისგანვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.
ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს, რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა ანტიკურობა.
ამ ცივილიზაციის ისტორიაში მკვეთრად გამოიყოფა რამდენიმე ლოკალური კულტურა: ბერძნული, რომლის აღმავლობის პერიოდია ძვ. წ. V - IV სს. (კლასიკა) და რომაული, რომლის აღმავლობის ხანა ძვ. წ. II სს – ს მოიცავს. გამოყოფენ აგრეთვე ელინისტურ ანუ ალექსანდრიულ ეპოქასაც (ძვ. წ. 330 – 220 წწ.), როდესაც კულტურის ეპიცენტრმა გადაინაცვლა ალექსანდრიაში.
რას მიიჩნევენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრად? უპირველეს ყოვლისა ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარებას, სულიერების პრიორიტეტს, მეცნიერების,ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობას, თავისუფლების შეცნობას. ანტიკურობის უდიდეს მიღწევად აბსტრაქტული მეცნიერებების – ფილოსოფიის, ასტრონომიის, მათემატიკის,მექანიკის, მედიცინის, ისტორიის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის აღმოცენებაც ითვლება. სწორედ ანტიკურ ხანაში დაედო დასაბამი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას,არისტოტელეს ლიცეუმს, ალექსანდრიულ მუზეუმს (მუსეიონი); შეიქმნა განათლების სისტემა, რათა ახალგაზრდა თაობა დაუფლებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას, საბრძოლო საქმეს.
ადამიანში სულიერების აღორძინებამ ბიძგი მისცა მსოფლიო რელიგიების აღმოცენებას,პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლას, რომლის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროთა ცენტრალიზაციისაკენ სწრაფვაც მოიაზრება. ჩვ. წ. I საუკუნეში რომაული იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში თავი იჩინა ქრისტიანობამ, რომელიც მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს.
ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვარია საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ურთიერთობათა განსაკუთრებული წყობა – დემოკრატია. მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბერძნული ცივილიზაციის აღმავლობის პერიოდში ჩამოყალიბდა, დღემდე ყველა ქვეყნის დემოკრატიულ პარტიათა და მოძრაობათა პროგრამების საფუძვლებად გვევლინებიან.
ანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისებურებათა შორის ასახელებენ პოლისთა არსებობას. ანტიკური პოლისი იყო დამოუკიდებელი, თვითმართვადი ქალაქი–სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა შესაძლოა ყოფილიყოდემოკრატიაც, ტირანიაც, არისტოკრატიაც, ოლიგარქიაც და ა.შ., მაგრამ ნებისმიერი წყობის დროს მკაცრად იყო დაცული პოლისის მოქალაქეთა თანასწორობა და უფლებები.
დიდი იყო ანტიკური ცივილიზაციის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა წარმოების ორგანიზაციის, საკუთრების, ფინანსურ, ფულად თუ სხვა ურთიერთობათა ფორმები; დაარსდა სახელმწიფო ბანკები და ხაზინები.
ანტიკურ ხანაში გახდა შესაძლებელი პირველი მსოფლიო იმპერიების წარმოქმნა. ამ მიმართულებით პირველი მოძრაობა დაიწყო ანტიკური ცივილიზაციის დასაბამიდანვე, როდესაც ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დააარსა კოლონიებიხმელთაშუა, შავი, აზოვისა თუ იონიის ზღვათა სანაპიროებზე. ეს პერიოდი (ძვ. წ. VIII – VI სს.) ისტორიაში ცნობილია „დიდი ბერძნული კოლონიზაციის“ სახელით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერია. ყოველი კოლონია დამოუკიდებელი იყომეტროპოლიისაგან, თუმცა სულიერი, ეკონომიკური თუ ოჯახური ძაფებით მაინც მას უკავშირდებოდა. ამ საკოლონიზაციო მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო პროგრესის ისტორიაში: განვითარდა ზღვაოსნობა, დაიწყო ინტენსიური მოგზაურობანი, რამაც ხელი შეუწყო განათლების განვითარებას, ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობას. პირველი დიდი მსოფლიო იმპერიის შექმნა დაკავშირებულია ალექსანდრე III მაკედონელის სახელთან, შეიქმნა ასევე რომაული იმპერია.




ანტიკურობამ, როგორც ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურულმა მემკვიდრეობამ, უდიდესი გავლენა იქონია ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს ხალხთა პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიურსა და იურიდიულ შეხედულებებზე. ეს გავლენა დღემდე გრძელდება და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური მემკვიდრეობის ჰუმანისტურ იდეალებს, რომელიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესულ ძალთა მასაზრდოებელი არსენალი იყო.
ანტიკური საბერძნეთი  წოდებულია, როგორც "დასავლური ცივილიზაციის აკვანი". დაახლოებით 2500 წლის წინ ბერძნებმა შექმნეს ცხოვრების ისეთი გზები, რითაც სხვა ხალხებს აღაფრთოვანებდნენ და მიბაძვის და გადაღების (ცოპყ) სურვილსაც უჩენდნენ. რომაელებმა (ძველმა რომაელებმა საბერძნეთი დაიპყრეს ძვ. წ. დაახლ.146 წელს, თუმცა პატივს სცემდნენ და ბაძავდნენ ბერძნულ ცივილიზაციას ) გადაიღეს ბერძნული ხელოვნება და ღმერთებიც კი. სწორედ ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს დემოკრატია (ათენს დემოკრატია ძვ. წ. 510 წლიდან გააჩნდა) და ოლიმპიური თამაშები (რელიგიური ფესტივალი ზევსის საპატივსაცემოდ, რომელსაც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა ესწრებოდა. გარდა ამისა, მათ შთამომავლობას დაუტოვეს ახალი იდეები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ფილოსოფიაში.


1 comment:

  1. How to make money from casino games
    The process involves betting on games you are betting on. A game is deccasino a form of casino gambling that you can't possibly win febcasino without betting on งานออนไลน์ the

    ReplyDelete